ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარიზში ეიფელის კოშკი ჩააქრეს. საფრანგეთის დედაქალაქში ეიფელზე განათება შუა ღამით გათიშეს. ქაბულის ცენტრში, აფეთქება გერმანიის საელჩოსთან მოხდა, მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების საელჩოები და პრეზიდენტის სასახლეც მდებარეობს. ბოლო ინფორმაციით ტერაქტის შედეგად სულ მცირე 90 ადამიანი გარდაიცვალა, 400-მდე კი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ბომბი გერმანიის საელჩოს მახლობლად მდგომ მანქანაში ამოქმედდა. ეს ყველაზე საზარელი თავდასხმაა ავღანეთში, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყოფილა.