ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 119 კი - დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, "თალიბანის" კუთვნილი დანაღმული ავტომობილი Green Village-ის რაიონში აფეთქდა, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცხოვრობენ და რის გამოც ტერიტორია განსაკუთრებულად დაცული იყო.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 400-მდე უცხოელის ევაკუირება განხორციელოდა. მათივე ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა გაანადგურეს შეიარაღებული პირები, რომლებიც აფეთქების შემდეგ რაიონში შეჭრას აპირებდნენ.
"თალიბანის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად განადგურებულია მათი თქმით, "დამპყრობლების" ოთახები და ოფისები. თალიბები ირწმუნებიან, რომ აფეთქებას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.