ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ქორწილში მომხდარი აფეთქების შედეგად 63 ადამიანი დაიღუპა, 180-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავღანეთის შინაგან საქმეთა სამიმისტროზე დაყრდნობით "ბიბისი" ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით 22:40-ზე ქაბულის დასავლეთ ნაწილში საქორწინო ცერემონიის დროს მოხდა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა და მის სამიზნეს შიიტები წარმოადგენდნენ. გარდაცვლილებს შორის ბევრი ქალი და ბავშვია.
მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანზიაციამ "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.