06:25
7 ივლისი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კინო
ჯუზეპე ტორნატორეს "საუკეთესო წინადადებით" აღფრთოვანებულმა კრიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს ფილმის ბრწყინვალე გამომსახველობას და ერთხმად აღნიშნეს ჯეფრი რაშის არაჩვეულებრივი თამაში
10-12-2021

"საუკეთესო წინადადება" (The Best Offer, 2013, ჯუზეპე ტორნატორე) - მართალია, ჯუზეპე ტორნატორეს "საუკეთესო წინადადებით" აღფრთოვანებულმა კრიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს ფილმის ბრწყინვალე გამომსახველობას და ერთხმად აღნიშნეს ჯეფრი რაშის არაჩვეულებრივი თამაში, მაგრამ მათი აზრი ორად გაიყო ფილმის არსის და მნიშვნელობის შეფასებისას, რადგან ნაწილმა ტორნატორე ალფრედ ჰიჩკოკის ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებლად მიიჩნია, ნაწილისთვის კი, მისი ნამუშევარი ერთგვარ მსჯელობად იქცა ხელოვნებასა და მისი გავლენაზე ადამიანის ცხოვრებაზე.

გარკვეულწილად ორივე შეფასება მართებულია, რადგან იტალიელი რეჟისორის ფილმში მართლაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხელოვნების იმ უკვდავ შედევრებს, რომლებიც ავსებენ და ამდიდრებენ ადამიანის ყოველდღიურ ყოფას, თუმცა თხრობის მანერისა და მთავარი პერსონაჟის - შეძლებული, მაგრამ ძალიან მარტოსული ასაკოვანი აუქციონერის ვერჯილ ოლდმენის ისტორიის წყალობით ტორნატორეს ნამუშევარი ჰიჩკოკის საუკეთესო ტრილერებსა და მის პერსონაჟებთანაც ასოცირდება.

 

AutoPlay
არაჩვეულებრივი მსახიობი ოდრი ტოტუ, რომელმაც რამდენიმე ათეული დახვეწილი და საოცრად მგრძნობიარე პერსონაჟი განასახიერა, თუმცა მსოფლიო აღიარება მაინც ამელი პულენის როლით მოიპოვა
01-07-2022
მსოფლიო კინოს საკულტო პერსონები ძმები ჯოელ და ითან კოენები, რომლებიც ფილმებს საკუთარი სცენარით დგამენ, ამონტაჟებენ და პროდიუსირებაზეც თავად ზრუნავენ, თითქმის 35-წლიანი კარიერის მანძილზე 25-ზე მეტი პროექტი შექმნეს და 70-მდე პრესტიჟული პრემია დაიმსახურეს
24-06-2022
"ჰოლივუდის" ვარსკვლავი, რომელმაც 30-წლიანი კარიერის მანძილზე რამდენიმე ათეული მთავარი როლი შეასრულა და პრაქტიკულად ყველა პრესტიჟული პრემია დაიმსახურა "ოსკარისა" და ვერცხლის დათვის ჩათვლით - ნახეთ ლეონარდო დიკაპრიოს გამორჩეული როლები
17-06-2022
15 სრულმეტრაჟიანი ფილმი, მიმბაძველთა მთელი არმია და საკულტოდ ქცეული პერსონაჟები - თითქმის 30-წლიანი კარიერის მანძილზე კვენტინ ტარანტინომ უნიკალური კინოსამყარო შექმნა და რადიკალურად შეცვალა ამერიკული პოპ-კულტურა
10-06-2022
ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი, „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ პრემიების მფლობელი ჯორჯ კლუნი - ნახეთ მსახიობის გამორჩეული როლები
03-06-2022
„არ ვიცი რამდენად დამეთანხმებიან კოლეგები, მაგრამ ფაქტია, რომ თანამედროვე ჰოლივუდში არის ტომ ჰენქსი და არიან დანარჩენები“ - ამერიკული კინოს წამყვანი მსახიობი, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით ორი „ოსკარი“ დაიმსახურა
27-05-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები