ევროკავშირი კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს უნდა დაეხმაროს-ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ BBC-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნები კორონავირუსს ერთობლივად უნდა გაუმკლავდნენ კოორდინირებული მოქმედებით და დაეხმარონ ვირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს.
"ჩვენ ერთობლივად უნდა ვერძოლოთ ვირუსს და გავაერთიანოთ ევროკავშირი, წინაარმდეგ შემთხვევაში კი მას დაშლა ემუქრება", - განაცხადა მან.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 139 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 17 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.