11:11
16 ოქტომბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
360 გრადუსი
"ჯუმბერ პატიაშვილს მრავალი წლის განმავლობაში მიაჩნდა, რომ 9 აპრილი პირადად მას მოუწყვეს" - დავით ბერძენიშვილი
25-04-2019

ჯუმბერ პატიაშვილს მრავალი წლის განმავლობაში მიაჩნდა, რომ 9 აპრილი პირადად მას მოუწყვეს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ბერძენიშვილის თქმით, ის სერიოზულად ვერ აღიქვამს ვერსიას, რომ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში, თითქოს პანკისში განვითარებული მოვლენები შს მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ იყო მიმართული.

„მე არც აღვიქვამ სერიოზულად ამ ვერსიას და რომც იყოს, არ მიმაჩნია ეს მნიშვნელოვნად.მე არ განვიხილავ ამ ვერსიას, როგორც არსებითს. შესაძლოა პოსტფაქტუმ დააპირა ვიღაცამ ხელისუფლებაში ამ ფაქტის გამოყენება, მაგრამ არ განვიხილავ ასეთ ვერსიას. არიან ადამიანები, რომლებიც ... აი მე გავიხსენებ, რომ ჯუმბერ პატიაშვილს მრავალი წლის განმავლობაში მიაჩნდა, რომ 9 აპრილი პირადად მას მოუწყეს, ანუ ის უფრო ასე ხედავდა ამ უზარმაზარ პროცესს. ნუ რა ვქნა ახლა, კაცია და გუნება. მე მგონია, რომ მთავარი და არსებითი არის ის, რომ მანდაც ვერაფერი ვერ გათვალა ხელისუფლებამ და ჩათვალა, რომ არ შეიძლება ვინმე იყოს წინააღმდეგი, ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ რას ჰქვია ვიღაცა გვეწინააღმდეგება, დავსაჯოთ ყველა. ეს არის ერთი ვერსია, რომელიც არ არის ჭკუასთან ახლოს, თუმცა რეალობისგან შორს არ არის. მეორე ვერსია და უფრო არსებითი არის ის, რომ შესაძლოა, სწორედ ქისტებისაგან დააპირეს მტრის ხატის შექმნა ქართული საზოგადოების აკუმულირებისთვის, ჩვენ ვიცით ეს მეთოდები, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი რამ ყოფილა და არაერთხელ“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

AutoPlay
მამუკა ხაზარაძემ ითაღლითა, რომ მოეგო ტენდერი, რომლის შესრულების შანსი არ არსებობდა... - სოზარ სუბარი
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
"კობახიძე რომ გადამალონ კიდევ ცოტა ხნით უკეთესი იქნება, "ქართულ ოცნებას" ნამდვილად ნაკლები თავის ტკივილი ექნება" - ეკა ბესელია
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
"თუ "ქართულმა ოცნებამ" 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს" - ირაკლი კობახიძე
14-10-2019
"ვერ ახერხებდა 200 ათას კაცზე მეტი მანქანის ყიდვას თბილისში, დღეს ახერხებს 500 ათასი ადამიანი" - ირაკლი კობახიძე
14-10-2019
"დაუჭამიათ ერთმანეთი ნაციონალებს" - ირაკლი კობახიძე
14-10-2019
"360 გრადუსი": ირაკლი კობახიძის პოზიცია; ბოკერიას პოზიცია
14-10-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ყველა წამქეზებელი დასაჭერია!
25-04-2019
ეს კაცი ცოტა ვერაა? 9 აპრილის შედარება გუშინდელ პანკისთან შეიძლება? 9 აპრილს დამოუკიდებლობას ითხოვდა ქართველობა და ოკუპანტის ტანკს დაუხვდა ჯოხით. ახლა რაა, შდნ ხარ ოკუპანტი და პანკისელი დამოუკიდებლობას ითხოვს? ამის მთქმელი ქართველია?
სხვა სიახლეები