23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ის პოლიციელი დაასახელა, ვისაც მასთან კომუნიკაცია ჰქონდა და უთხრა, რომ მისი შვილი შარში იყო.
ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ პირი, რომელიც მასთან მივიდა და შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ უთხრა, რომ „თამარი შარში იყო“, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილია.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.