Sony Pictures-მა "ჯუმანჯის" ახალი ნაწილის ტრეილერი გამოაქვეყნა. ახალი ფილმის სახელწოდებაა "შემდეგი დონე". ისევე როგორც 2017 წლის ფილმში, აქაც მთავარ როლს დუეინ ჯონსონი, კევინ ჰარტი, კარენ გილანი და ჯეკ ბლექი ასრულებენ. ერთ-ერთ როლს კი დენი დევიტო ასრულებს. ახალ ნაწილში მთავარი გმირები მეგობრის გადასარჩენად მიდიან, რომელიც ვიდეოთამაშმა „ჯუმანჯიმ“ ჩაყლაპა. ფილმის რეჟისორი ჯეიკ კეზდანია. ფილმის პრემიერა 2019 წლის 13 დეკემბერს გაიმართება.