გარი მარშალის მელოდრამა "ლამაზმანი", რომელმაც 1990 წელს მსოფლიო კინოეკრანები დაიპყრო, ახლაც არ კარგავს განუმეორებელ შარმს და მომხიბვლელობას. ზღაპრული კონკიას თანამედროვე ისტორია წარმატებულ სტარტად იქცა ნაკლებად ცნობილი ჯულია რობერტსისთვის, გამოცდილ რიჩარდ გირს კი ძველი პოპულარობა დაუბრუნდა. დღესაც რომანტიკოსების ერთ-ერთ საყვარელ ფილმად ითვლება.