ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინა-რუსეთის კრიზისი დეკემბერში არ დაწყებულა, არამედ მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც მოსკოვმა უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.
რაც შეეხება დიპლომატების გაწვევას,უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციით საელჩოების თანამშრომლების ნაწილისა და მათი ოჯახების წევრების უკრაინიდან ევაკუაციის შესახებ ოთხმა სახელმწიფომ გერმანიამ, აშშ-მ, ავსტრალიან და გაერთიანებულმა სამეფომ მიმართეს.
უკრაინაში გასულ ღამეს აშშ-ის დახმარების მესამე ნაწილი ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინულ მედიას ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განუცხადა.
22 იანვარს უკრაინაში პირველი თვითმფრინავი ჩაფრინდა, მეორე პარტია ამერიკიდან უკრაინაში 23 იანვარს ჩაიტანეს. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ აშშ-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით, 200 მილიონი დოლარი გამოყო.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ უკრაინის რადამ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნების პარლამენტებს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადების განსაზღვრისკენ მოწოდებით მიმართა