ევროკავშირში წევრობის განაცხადი, ე.წ სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება და იქ დაგეგმილი ე.წ რეფერენდუმი იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ჯოზეფ ბორელსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრის დროს. როგორც ირკვევა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იზიარებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეშფოთებას დაგეგმილ ე.წ.-ლ რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელსაც ბორელის თქმით ევროკავშირიც არალეგიტიმურად მიიჩნევს. საუბარი ასევე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსაც შეეხო, რა დროსაც ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ის აფასებს გაეროში კენჭისყრისას საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ თუმცა, მის ეფექტურობას რომ საფრთხე არ შეექმნას ბორელი საქართველოს პრემიერ მინისტრს, სანქციების აღსრულებას სთხოვს.