ლეგენდარულმა ინგლისურმა პოსტ პანკ ჯგუფმა Joy Division კომპოზიციაზე Interzone ვიდეორგოლი გადაიღო. მუსიკალური კლიპი საკულტო ალბომის Unknown Pleasures 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში შეიქმნა. ვიზუალურ ნამუშევარში ამერიკელი მსახიობი და მოდელი, ნადინ ქროქერი მონაწილეობს, რომელსაც სუპერგმირის, Wonder Woman-ის როლი აქვს მორგებული.