ჯორჯიის შტატის მდივანმა ბრედ რაფენსპერგერმა ოფიციალურად განაცხადა, რომ შტატში ბიულეტენების ხელახალმა დათვლამ გამარჯვებული კანდიდატი გამოავლინა და ის ჯო ბაიდენია.
„რიცხვები ასახავს ხალხის განაჩენს და არა შტატის მდივნის ოფისის, სასამართლოების ან რომელიმე კანდიდატის საარჩევნო შტაბის გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ბრედ რაფენსპერგერმა.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპზე 12 670 მეტით ხმა მიიღო. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი რაფენსპენგერს ჯორჯიის შტატში არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა.
რამდენიმე დღის წინ რაფენსპერგერმა განაცხადა, რომ შტატში ხმების ხელახალი გადათვლა განხორციელდებოდა.