ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამას ადამიანს დაასაქმებს. კომპანიამ დასაქმების ფორუმი გამართა, რომელშიც მონაწილეობა სოციალური მომსახურების სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებულმა სამუშაოს მაძიებლებმა მიიღეს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გუნდმა , შემდგომი დასაქმების მიზნით, ტექნიკური, კომერციული და ადმინისტრაციული მიმართულების სპეციალისტები შეარჩია. კომპანია სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.