წელს, უკვე მეოცედ, საქართველოს საუკეთესო კომპანიების და ბიზნესმენების გამოსავლენად, მედიაჰოლდინგმა ,,ჯორჯიან თაიმსმა” ბიზნეს რეიტინგის საზეიმო ცერემონიალს უმასპნძლა. რეიტინგების დათვლას საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი ,,გორბი“ აწარმოებდა. წლის რჩეული კომპანიები და ინვესტორები, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, ეკონომისტებმა, მედიის წარმომადგენლებმა, ბიზნესმრჩეველებმა და სოციალური კვლევების სამსახურის წარმომადგენლებმა სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, ერთობლივად შეარჩიეს.
წლის ექსპორტიორ და საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიად ,,არ ემ ჯი“ დასახელდა. რაც განპირობებულია იმ ფაქტებით, რომ კომპანიას, 2011 წლიდან დღემდე, სხვადასხვა გადასახადებისა და მოსაკრებლების სახით გადახდილი აქვს 300 მილიონი ლარი. ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 3 000-ს აჭარბებს. 2019 წლის ბიზნეს რეიტინგის რჩეულ კომპანიებს შორის დასახელდა ვისოლ ჯგუფი, ავერსი, კავკასიის ავტოიმპორტი, ორბი ჯგუფი, ტოიოტა ცენტრი თბილისი, ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი, ჯორჯიან მანგანეზი და სხვა
ბიზნეს რეიტინგის გალა ღონისძიებაზე წლის რჩეული ინვესტორებიც დასახელდნენ. მათ შორისაა: აი გრუპი, ჯეოსთილი, სევსამორა რეზორტი და სპა
ღონისძიების მიზანია ქართულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნეს-ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება და ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და მსოფლიოს ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ბიზნესმენები ,,ოქროს ლომებით“ დაჯილდოვდნენ. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი გრან პრი გადაეცა.