"ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელი პირები გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომპანიამ გაფიცულ თანამშრომლებს რამდენიმე წინადადება შესთავაზეს. შეთავაზებულ წინადადებებს შორის შესულია ხელფასების მატების საკითხიც. თუმცა, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "მაღაროელები კომპანიის შეთავაზებას არ დათანხმდნენ".
"შეთავაზებები სულ 10 პუნქტისგან შედგება და კომპანიის წარმომადგენლების მოსაზრებით ეს არის ის მაქსიმუმი, რის შეთავაზებაც დღეს "ჯორჯიან მანგანეზს" შეუძლია, რათა ჭიათურაში უკიდურესად დაძაბული ვითარების დარეგულირება გახდეს შესაძლებელი", - ნათქვამია განცახდებაში