ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისი-ბეირუთი-თბილისი რეისების შესრულებას იწყებს. ლიბანის დედაქალაქის მიმართულებით ფრენებს ჯორჯიან ეარვეისი აპრილში ორ ჩარტერულ რეისს განახორციელებს. ივნისიდან კი ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ყოველ კვირას შეასრულებს. ფრენები ბოინგ B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.