მინესოტას შტატის პროკურატურამ ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე ოთხივე პოლიციელს ბრალი წაუყენა.
მედიის ინფოემაციით, დერეკ შოვინს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს და ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს, ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა, ინციდენტში მონაწილე კიდევ სამი პოლიციელი კი დააკავეს და ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობაში თანამონაწილეობისა და ხელშეწყობისთვის წაუყენეს. აღსანიშნავია, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიციელს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პოლიციელი, დერეკ შოვინი, რომელიც 46 წლის აფრო-ამერიკელ მამაკაცზე, ჯორჯ ფლოიდზე დაკავების დროს ძალადობას ახორციელებდა, 26 მაისს დაიჭირეს და ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობის მუხლით წაუყენეს.