აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი, ჰიუსტონში საავადმყოფოში დააწვინეს. უფროსი ბუშის პრესსპიკერის განცხადებით, აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის თავს ნორმალურად გრძნობს. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა სიმპტომებით გადაიყვანეს 92 წლის ბუში საავადმყოფოში. ჰიუსტონში, მეთოდისტურ საავადმყოფოში, უფროსი ჯორჯ ბუში მიმდინარე წლის დასაწყისშიც, პნევმონიაზე მკურნალობდა.