ჯორდან პეტერსონის წიგნის "ცხოვრების 12 წესის" პრეზენტაცია გაიმართა - Palitra News

ჯორდან პეტერსონის წიგნის "ცხოვრების 12 წესის" პრეზენტაცია გაიმართა

2021-09-29 13:12:45+04:00

ჯორდან პეტერსონის წიგნის "ცხოვრების 12 წესის" პრეზენტაცია გაიმართა. ცხოვრების 12 წესი მსოფლიო ბესტცელერია და ის სხვადასხვა ენაზე ითარგმნა, მათ შორის წიგნის წაკითხვა უკვე ქართველ მკითხველსაც შეუძლია, "პალიტრა L"-ის პროექტის, "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში.

„პაშა ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ შურღაიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ წიგნს ძალიან დიდი პრაქტიკული სარგებლის მოტანა შეუძლია არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი საზოგადოებისთვის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის. მისი თქმით, ამ წიგნის საზოგადებისათვის გაცნობა აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია.