04:21
28 იანვარი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის აგრესიული ფორმა დაუდგინდა
20-07-2017

აშშ-ის სენატორს, ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნის აგრესიული ფორმა დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია სენატორის ოფისმაც დაადასტურა. ანალიზების შემდეგ, ექიმებმა დაადგინეს, რომ მაკკეინს გლიობლასტომის სახელით ცნობილი თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა აქვს. მაკკეინის ქალიშვილის, მეგან მაკკეინის თქმით, სენატორის დიაგნოზით ოჯახი შოკირებულია, თუმცა სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ემზადება. ჯონ მაკკეინის გამხნევების მიზნით აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განცხადება გაავრცელა. "ამერიკელი გმირი და ერთ-ერთი ყველაზე მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ. სიმსივნემ არ იცის ვის წინააღმდეგ წავიდა. ჯოჯოხეთში გაუშვი ჯონ" - წერს ბარაკ ობამა. 80 წლის მაკკეინი, რომელიც სენატორად ზედიზედ 6-ჯერ აირჩიეს, ამჟამად არიზონაში, საკუთარ სახლში იმყოფება, სადაც თვალზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის. მას თვალის ჰემატომა ჰქონდა.

AutoPlay
თბილისში "სპარის" თანამშრომელი დაჭრეს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
საბერძნეთში რუსეთის ორ მოქალაქეს ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების შეყვანისთვის, 395 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანელ ველო-მოგზაურს შეხვდა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
კახა კალაძე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მოუწოდებს პროვოკაციებს არ აყვნენ
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი, რომლის დროსაც კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი დაიღუპნენ, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა საბჭოში რუსეთის დელეგაციის მანდატი გაასაჩივრეს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები