საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივანი ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისმა თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა. ჯონ ქერის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა. როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და პირადად იმ წვლილისთვის, რაც მან შეიტანა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში. ჯონ ქერიმ აღნიშნა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების გზაზე.