ეს ჯოჯოხეთის კარიბჭეა - ბუნებრივი აირის საბადო, რომელიც თურქმენეთში, აჰალის პროვინციის სოფელ დერვაზაში მდებარეობს. ის ბუნებრივი აირის წყაროს წარმოადგენს, რომელიც განუწყვეტლივ იწვის, მას შემდეგ რაც პირველად აანთეს საბჭოთა ნავთობქიმიკოსებმა. დამწვარი გოგირდის მომწამლავი სუნი კი დღემდე ვრცელდება ახლო მდებარე არეალში. ჯოჯოხეთის კარიბჭე, რომელსაც ასე მისი შესახედაობის გამო უწოდებენ 1973 წელს აღმოაჩინეს საბჭოთა მეცნიერებმა, ისინი ფიქრობდნენ რომ აქ უნდა ყოფილიყო ნავთობის საბადო. მაგრამ მიწა მთელი სათხრელი მოწყობილობისა და ბანაკის ქვეშ ჩაინგრა დიდ კრატერში და გაუჩინარდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. თუმცა დიდი რაოდენობით მეთანის აირი გამოთავისუფლდა და შექმნა გარემოს დაბინძურების პრობლემა, რომელიც პოტენციური საფრთხე იყო ახლომახლო მცხოვრები ხალხისთვის. 2010 წლის მონაცემებით თუ ნაკადმა არ დაიკლო, შესაძლოა მომდევნო ოც წელიწადში 75 მილიონი კუბომეტრი ბუნებრივი აირი გამოყოს.