ფარმაცევტული კომპანია Janssen, რომელიც ეკუთვნის ამერიკულ კორპორაცია Johnson& Johnson-ს, აცხადებს, რომ მის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღდმეგო ვაქცინა მომავალ წელს მზად იქნება რეალიზაციისთვის და ის 10 დოლარზე ნაკლები ეღირება. ამის შესახებ Johnson & Johnson-ის აღმასრულებელი კომიტეტის დირექტორის მოადგილემ სააგენტო EFE-ს განუცხადა.
მისი თქმით, ვაქცინა მზად იქნება მომავალი წლის პირველ ან მეორე ნახევარში. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის წამლის კონტროლის სააგენტომ კომპანია Johnson& Johnson-ს ნება დართო გადავიდეს კლინიკური ცდების მესამე ეტაპზე. მოსალოდნელია, რომ პრეპარატის ტესტირების მესამე ეტაპი ესპანეთის გარდა ასევე მოხდება 8 სხვა სახელმწიფოშიც.
Johnson & Johnson აპირებს მომავალ წელს მილიარდზე მეტი ვაქცინის წარმოებას.