“ლიკა თავისიანებს კი არა, საქართველოს დააკლდა. ის იყო დიდი ადამიანი, კარგი მსახიობი და სხვათა შორის, ძალიან მორიდებული. ლიკა ძალიან გვიყვარდა ყველას. განსაკუთრებით მე და ზაზას. ის მუდამ დარჩება ჩვენს გულებში”, - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.მსახიობის საცხოვრებელ სახლში ამ დრომდე მოდიან მსახიობები, რეჟისორები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებენ.58 წლის მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ ღამით იპოვეს.
იხილეთ სხვა ვიდეო: "ლოგინთან ნიტროგლიცერინი თავგახსნილი ედო, შესაძლოა გულმა შეაწუხა" - რას ჰყვებიან ლიკა ქავჟარაძის ახლობლები
ლიკა ქავჟარაძის პირველი როლი - ფრაგმენტი ფილმიდან, სადაც მსახიობი ჯერ კიდევ ბავშობაში გამოჩნდა