დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ პანდემიასთან გამკლავება კვლავ გააკრიტიკა და "დანაშაულთან ახლოს მყოფი" უწოდა, განსაკუთრებით ტრამპის მიერ საკითხის სერიოზულობის დაკნინების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას "გარდიანი ავრცელებს". ბაიდენმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ტრამპის დამოკიდებულება ვაქცინასთან მიმართებაში.
"პრეზიდენტს ვაქცინებთან დაკავშირებით არ ვენდობი", - აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით, აშშ-ს წამყვან ინფექციონისტს, ენტონი ფაუჩის ენდობოდა. "თუ ფაუჩი იტყოდა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, ასეთ ვაქცინას მივიღებდი. ჩვენ მეცნიერებს უნდა ვუსმინოთ და არა პრეზიდენტს", - აღნიშნა ბაიდენმა.
სტატისტიკურად ამერიკაში, ყოველ 50 ადამიანს შორის 1 კოვიდინფიცირებულია, 1600 ადამიანზე კი პანდემიის დაწყების შემდეგ ერთი გარდაცვლილი მოდის. მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის შემთხვევებმა 30 მილიონს გადააჭარბა. სიკვდილიანობის გლობალური მაჩვენებელი 943 203-ს აღწევს. ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი მილიონს პირველ ოქტომბერს გადააჭარბებს. აშშ-ზე მსოფლიო შემთხვევათა 22% მოდის.