ჯო ბაიდენმა საკუთარი საარჩევნო კამპანიის კომუნიკაციების დირექტორი ქეით ბედინგფილდი თეთრი სახლის კომუნიკაციების მომავალ დირექტორად აირჩია, „დემოკრატების“ პრესსპიკერი ჯენ ფსაკი, კი ბაიდენის პრესსპიკერი გახდება.
მედიის ინფორმაციით, ბაიდენი ასევე აპირებს „ამერიკული პროგრესის ცენტრის” პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორი, ნეერა ტანდენი მენეჯმენტისა და ბიუჯეტის სამსახურის დირექტორად დანიშნოს.
„ამერიკელ ხალხთან პირდაპირი და გულწრფელი კომუნიკაცია პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობაა და ამ გუნდს ამერიკელი ხალხის თეთრ სახლთან დაკავშირების უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრება”, - ნათქვამია ჯო ბაიდენმა განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენის მიერ არჩეული სამივე პირი ობამას ადმინისტრაციის პერიოდში მსახურობდა.