ჯო ბაიდენმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ლიდერებს ვაშინგტონში უმასპინძლა, სადაც ასოციაციის პირველი სამიტი გაიმართა. ბაიდენის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და 10 ერისგან შემდგარ ბლოკს შორის ურთიერთობებში ახალი ერა იწყება. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომდევნო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოში ბევრი ცვლილება მოხდება, სადაც წევრი ქვეყნები უდიდეს როლს ითამაშებენ.