აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სამსახურში მყოფი ტრანსგენდერი პირებისთვის დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვა გააუქმა.
”პრეზიდენტ ბაიდენს მიაჩნია, რომ გენდერული იდენტობა არ უნდა იყოს სამხედრო სამსახურისას დაბრკოლება და რომ ამერიკის სიძლიერე მის მრავალფეროვნებაშია”, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2016 წელს ტრანსგენდერებს საშუალება მისცა ღიად ემსახურათ და სამედიცინო დახმარება მიეღოთ გარდამავალი სქესის წარმომადგენლებს, მაგრამ დონალდ ტრამპმა 2017 წელს აკრძალვა დააწესა. აკრძალვა განსაკუთრებით იმ პირებს ეხებოდა, რომლებსაც გენდერული დისფორიის დიაგნოზი აქვთ დასმული. ამასთან, პირებს, რომლებსაც აღნიშნული დიაგნოზი არ აქვთ, სამხედრო რიგებში მსახურება შეეძლოთ მაგრამ იმ სქესით, რომელიც მათ დაბადებისას მიენიჭათ.
ტრამპი ამტკიცებდა, რომ ტრანსგენდერი პირების სამხედრო სამსახურში ყოფნა უზარმაზარ სამედიცინო ხარჯებს გამოიწვევდა.