აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს ამბობს, საჯაროდ დააფიქსიროს აზრი ბელარუსში დემოკრატიული საპროტესტო აქციების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების შესახებ. „დღემდე დონალდ ტრამპი უარს აცხადებს, ლუკაშენკოს ქმედებები საჯაროდ გააკრიტიკოს ან პროდემოკრატიული მოძრაობის მიმართ პირადი მხარდაჭერა გამოხატოს“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ ბელარუსს „დიქტატორი“ მართავს, რომლის მოულოდნელი ინაუგურაცია, „სამარცხვინო ცერემონია“, ოთხშაბათს გაიმართა. „პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს შიშით ემალება, უარს აცხადებს ხალხის სურვილი მიიღოს, სუსტი, არალეგიტიმური ავტოკრატია და არა ძლიერი ლიდერი”, - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.