აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 2021 ფისკალური წლის განმავლობაში ისტორიულად დაბალი რაოდენობის, 15 000-მდე ლტოლვილის მიღებას ითვალისწინებს,. სააგენტო “როიტერის“ ცნობით, პრეზიდენტის ამ ნაბიჯმა ლტოლვითა უფლებების დამცველებისა და ზოგიერთი „დემოკრატი“ კონგრესმენის უკმაყოფილება გამოიწვია. თეთრმა სახლმა კრიტიკას განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნულია, რომ ბაიდენი მისაღები ლტოლვილების საბოლოო ზღვარს 15 მაისამდე დააწესებს. ჯო ბაიდენმა მიმდინარე წლის თებერვალში პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ზღვარს, რომელმაც მისაღები ლტოლვილების რაოდენობა 15 000-მდე შეამცირა, 62 500-მდე გაზრდიდა. ცნობისათვის, ლტოლვილთა მიღების პროგრამა განსხვავდება მიგრანტთა თავშესაფრის სისტემისგან. ლტოლვილების შემოწმება ჯერ კიდევ საზღვარგარეთ, აშშ-ში შესვლამდე უნდა მოხდეს.