ჯო ბაიდენმა და ჯასტინ ტრუდომ უკრაინის დახმარების და ვლადიმერ პუტინისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხები განიხილეს - Palitra News

ჯო ბაიდენმა და ჯასტინ ტრუდომ უკრაინის დახმარების და ვლადიმერ პუტინისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხები განიხილეს

2022-05-07 12:38:14+04:00

რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი იყო მთავარი თემა, შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და კანადის პრემიერ მინისტრს შორის სატელეფონო საუბრის დროს. ჯო ბაიდენმა და ჯასტინ ტრუდომ, უკრაინაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებიც განიხილეს. საუბარი ასევე ივლისში ლოს ანჯელესში დაგეგმილ ამერიკის კონტინენტის სამიტში მათი მონაწილეობის საკითხსაც შეეხო.