აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს შეადარა. მისი თქმით, სი ძინპინი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ფიქრობს, რომ მუდმივად რთულ სამყაროში დემოკრატიას არსებობა არ შეუძლია.
„ჩინეთს აქვს მიზანი, გახდეს მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და ძლიერი ქვეყანა. ეს არ მოხდება, რადგან შეერთებული შტატები აპირებს გააგრძელოს ზრდა,“- აღნიშნა ბაიდენმა.
პრეზიდენტის თქმით, იგი იმუშავებს აშშ-ის მოკავშირეებთან, იმისთვის, რომ ჩინეთს პასუხო აგებინონ იმ ქმედებებისთვის, რასაც ის ტაივანთან, ჰონგ-კონგთან, სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და უიღურ უმცირესობასთან მიმართებაში ახორციელებს, ასევე აიძულონ პეკინი დაიცვას სამართლიანი ვაჭრობის საერთაშორისო წესები.