აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში „გულუხვი წერილი“ დაუტოვა. მისი თქმით, წერილის შინაარსს ჯერჯერობით ვერ გაასაჯაროებს.
”პრეზიდენტმა ძალიან გულუხვი წერილი დაწერა. რადგანაც ის პირადია, მასთან გასაუბრებამდე წერილზე საჯაროდ არ ვისაუბრებ,“ - აღნიშნა ბაიდენმა. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად გუშინ შეუდგა.