აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს დღეს თეთრ სახლში უმასპინძლებს.
Reuters-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერი საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ, მათ შორის მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის საფრთხეებთან საბრძოლველად ძალების გაერთიანებას და აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის კიბერშეტევებსა და ტერიტორიულ აგრესიასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, ჯო ბაიდენი და ანგელა მერკელი პანდემიასა და კლიმატის ცვლილებებზეც იმსჯელებენ.
აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკელი ვაშინგტონს კანცლერის რანგში უკანასკნელად სტუმრობს. სექტემბრის არჩევნების შემდეგ ის გერმანიის მთავრობაში დარჩენას აღარ გეგმავს.