აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ არ მოხსნის ირანისთვის დაწესებულ სანქციებს, ვიდრე ირანი ურანის გამდიდრებას არ შეაჩერებს.
„სიბიესთან“ ინტერვიუში წამყვანმა ბაიდენს შემდეგი კითხვა დაუსვა - „აშშ პირველი მოხსნის სანქციებს, რათა ირანი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს?” ამაზე ბაიდენმა მიუგო - „არა“. შემდეგი კითხვა იყო: „მათ ჯერ ურანის გამდიდრება უნდა შეწყვიტონ?", რაზეც ბაიდენმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.