აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს.
ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარის შეყვანას არ გეგმავს, თუმცა რუსეთს სერიოზულ ეკონიმიკურ სანქციებს დაუწესებს, თუ ის შეიჭრება.
"ჩვენ განზრახული არ გვაქვს, უკრაინაში ამერიკული ძალების, ნატოს ძალების, განთავსება. მაგრამ, როგორც ვთქვი, თუკი ის [პუტინი] შიჭრება, ამას სერიოზული ეკონომიკური შედეგები მოჰყვება,“- აღნიშნა ბაიდენმა.