02:54
23 ივნისი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჯო ბაიდენი - ვლადიმერ პუტინს განვუმარტე, რომ აშშ-ს ესკალაცია არ სურს, მაგრამ მათ ქმედებებს შედეგები მოჰყვება
29-04-2021

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მას ჩინეთსა და რუსეთთან კონფლიქტი არ სურს, თუმცა შეერთებული შტატების ინტერესებს ყოველთვის დაიცავს. როგორც პრეზიდენტმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის დროს მან ხაზი გაუსვა, რომ „აშშ კონფლიქტს არ ეძებს".

“მე ასევე ვუთხარი პრეზიდენტ სის, რომ ჩვენ ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში სამხედრო ყოფნას შევინარჩუნებთ, ისევე როგორც ევროპაში ნატოსთან ერთად - არა კონფლიქტის დასაწყებად, არამედ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად,”- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა რუსეთის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუმარტა, რომ მოსკოვის ჩარევას აშშ-ის არჩევნებში, ისევე როგორც მთავრობასა და ბიზნესზე კიბერ თავდასხმის განხორცილებას შედეგები მოჰყვება, მაგრამ ვაშინგტონი არ ცდილობს ესკალაციას. ცნობისათვის, ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე სიტყვით პირველად წარსდგა.

AutoPlay
სუს-ში აცხადებენ, რომ ზაზა გახელაძის საკითხის განხილვა გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში, ვიდრე მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება არ მოხდება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შეზღუდვების გასატარებლად მთავრობისათვის უფლებამოსილების 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პარლამენტმა დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, ბიუჯეტიდან მისაღებ დაფინანსებას კარგავს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ნდობის ჯგუფში ოპოზიციის კვოტით მამუკა ხაზარაძე შევა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძის განმატებით, თუ საზოგადოება დახურულ სივრცეში პირბადის მოხმარების წესს ზედმიწევნით შეასრულებს, შესაძლებელია ღია სივრცეში გაუქმებამ შემთხვევების მატება აღარ გამოიწვიოს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები