23:38
25 სექტემბერი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჯო ბაიდენი - ვენდობი ვაქცინებს, ვენდობი მეცნიერებს, მაგრამ არ ვენდობი დონალდ ტრამპს
17-09-2020

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი უარყოფს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრალდებას, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინასთან დაკავშირებით შიშს ავრცელებს.

„მე ვენდობი ვაქცინებს, ვენდობი მეცნიერებს, მაგრამ არ ვენდობი დონალდ ტრამპს. აღნიშნულ მომენტში მას არც ამერიკელი ხალხი შეიძლება ენდოს,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. მისივე თქმით, ვაქცინის დამტკიცება არა დაჩქარებულად, არამედ უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების დაცვით უნდა მოხდეს.

ჯო ბაიდენის განცხადებას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბაიდენმა და მისმა საარჩევნო შტაბმა „ანტი-ვაქცინური თეორიების“ ხელშეწყობა უნდა შეწყვიტონ.

„ისინი წინდაუხედავად საფრთხეს უქმნიან ადამიანების სიცოცხლეს”, - აღნიშნა ტრამპმა. მისივე თქმით, კორონავირუსის ვაქცინის მინიმუმ 100 მილიონი დოზა, შესაძლოა, 2020 წლის ბოლომდე გავრცელდეს.

AutoPlay
"შაქარაშვილი თვალით არ მინახავს, მზად ვარ სიცრუის დეტექტორზე ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო" - ბრალდებული რევაზიშვილი
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
პრემიერი საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს მცხოვრებ თანამემეამულეებს - ერთად შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი მომავალი
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გიორგი გახარია - საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ - საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას!
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
პარიზში "შარლი ებდოს" ყოფილ ოფისთან 4 ადამიანი დაჭრეს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გიგი წერეთელი - ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა არჩევნებზე დარღვევების, ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტების მინიმიზება მოხდეს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები