აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის მიერ შექმნილი გამოწვევების წინააღმდეგ მოქმედება უნდა გააძლიეროს და საკუთარი ინფრასტრუქტურა უნდა განაახლოს.
”ისინი მილიარდობით დოლარს დებენ, რომ გაუმკლავდნენ მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც ეხება ტრანსპორტირებას, გარემოს და სხვა საკითხებს. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიმოქმედოთ. თუ არ ვიჩქარებთ, ისინი ჩვენს ლანჩს შეჭამენ,“- განაცხადა ბაიდენმა სენატორებთან შეხვედრაზე.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან 2 საათიანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ამასთან, ჯო ბაიდენმა გააუქმა საგანგებო ეროვნული განკარგულება დონალდ ტრამპის სასაზღვრო კედლის დაფინანსების შესახებ.
BBC-ის ინფორმაციით, ბაიდენმა კონგრესში წერილში გააგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ განკარგულება "გაუმართლებელი" იყო. პრეზიდენტი ასევე წერს, რომ იგი შეეცდება გადახედოს ყველა რესურსს, რომელიც კედლის მშენებლობისთვის გამპოიყენეს.