აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კოვიდ 19-თან დაკავშირებით სოციალურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაცია „ადამიანებს კლავს". ამ კომენტარით მან უპასუხა შეკითხვას, რა როლს თამაშობს ვაქცინებსა და პანდემიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში, მათ შორის „ფეისბუქში“, გავრცელებული დეზინფორმაცია.
„ისინი ადამიანებს კლავენ. ერთადერთი პანდემია რაც გვაქვს, არავაქცინირებულ ადამიანებს შორისაა“,- აღნიშნა ბაიდენმა.
მანამდე თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ „ფეისბუქი“ და სხვა პლატფორმები ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკმარისად არ მოქმედებენ.