აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც აწესებს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ახალ მოთხოვნებს უცხო ქვეყნებიდან ჩასული ავიამგზავრების უმეტესობისთვის და ხსნის ჩინეთთან, ინდოეთთან და ევროპის დიდ ნაწილთან მოქმედ შეზღუდვებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ცვლილებები 8 ნოემბრიდან ამოქმედდება.
ახალი წესების თანახმად, საჰაერო გზით აშშ-ში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული უცხოელი მოგზაურები ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხით. არავაქცინირებულმა ამერიკელებმა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებსაც გამონაკლისი შეეხებათ, კოვიდ-19-ზე ტესტი გამგზავრებიდან ერთი დღის განმავლობაში უნდა ჩაიტარონ.
აშშ-ის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ უცხოელი მოგზაურებისთვის მისაღები იქნება აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა.