აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ქცევის მანერების შეცვლა ურჩია. აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა ტელეარხ PBS-ის ეთერში განაცხადა. ჯო ბაიდენს კომენტარი სთხოვეს გაეკეთებინა დონალდ ტრამპის მიდრეკილებაზე თავისი აზრის ხშირად უხეში ფორმით, სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მეშვეობით გამოხატვაზე.