აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტეხასის და მისისიპის შტატებში პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმება გააკრიტიკა და ამ გადაწყვეტილებას "ნეანდერტალელური აზროვნება” და „დიდი შეცდომა“ უწოდა.
„ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომაა. პირბადეები, სოციალური დისტანცირება და სხვა ზომები კვლავ მნიშვნელოვანია, იმ როლის მიუხედავად, რასაც ვაქცინები პანდემიის შეჩერებაში ასრულებენ. ის, რაც ახლა ყველაზე ნაკლებად გვჭირდება, ნეანდერტალელური აზროვნებაა, იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგადაა, მოიხსენი პირბადე და დაივიწყე ის,“- აღნიშნა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, 3 მარტს ტეხასის და მისისიპის გუბერნატორებმა განაცხადეს, რომ შტატებში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნებოდა. ამასთან, ორივე შტატში ბიზნესი მთელი დატვირთვის იხსნება.