აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს ახლადგარდაცვლილი მოსამართლის, რუთ ბეიდერ გინსბურგის, არჩევნებამდე შეცვლის გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა.
„შეერთებული შტატების კონსტიტუცია ამერიკელებს აძლევს იმის შანსს, რომ მათი ხმა გაიგონ - და მათი ხმა უნდა გაიგონ. მათ ცხადი უნდა გახადონ, რომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას მხარს არ დაუჭერენ," - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა. მან „რესპუბლიკელ“ სენატორებს მოუწოდა, კანდიდატურის მხარდაჭერის პროცედურა გადადონ. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრი, რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში ორი დღის წინ გარდაიცვალა.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გინსბურგის შემცვლელის კანდიდატურას უახლოეს მომავალში წარადგენს.