02:53
21 ოქტომბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას მიიღებს
25-09-2021

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზას მიიღებს. მისი თქმით, ვაქცინის მე-3 დოზა, ისევე, როგორც პირველი და მეორე დოზები უფასო და ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი იქნება. ბაიდენის თქმით ბუსტერ დოზით ქვეყანაში ჯერ 65 წელს გადაცილებული ადამიანები და რისკჯგუფებში მყოფი პირები აიცრებიან.  პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 70 მილიონ ამერიკელს ვაქცინის პირველი დოზა ჯერ კიდევ არ მიუღია. „ჩვენ წარმოუდგენელ პროგრესს მივაღწიეთ ამერიკელების ვაქცინაციაში, მაგრამ ახლა არავაქცინირებულთა პანდემია გვაქვს. გთხოვთ არ დაუშვათ, რომ ეს ტრაგედია თქვენამდე მოვიდეს - აიცერით. შეგიძლიათ გადაარჩინოთ თქვენი და გარშემომყოფების სიცოცხლე.“-განაცხადა მან. 24 სექტემბერს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 65 წლის და უფროსი ასაკის პირების, ასევე თანმხლები დაავადების მქონე და ისეთ დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციისთვის, სადაც დაინფიცირების რისკი მაღალია, „ბუსტერ“ დოზის გამოყენების ნებართვა გასცა.

AutoPlay
ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელიას ჩრდილოვან კაბინეტს არასერიოზულად აფასებს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ნეპალში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
იენს სტოლტენბერგი- რუსეთმა კიდევ უფრო მეტად გაზარდა თავისი რაკეტების არსენალი და ქმნის ჰიპიერხმოვან სისტემებს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
თეთრმა სახლმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების Pfizer-ის ვაქცინით აცრის გეგმა წარადგინა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ნიკა მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
მიხეილ სააკაშვილი მზადაა გადავიდეს ჰოსპიტალში - პირადი ექიმი
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები