ჯო ბაიდენი - ინაუგურაციის დღეს ამერიკელებს ვთხოვ, პირბადეები 100 დღის განმავლობაში ატარონ - Palitra News

ჯო ბაიდენი - ინაუგურაციის დღეს ამერიკელებს ვთხოვ, პირბადეები 100 დღის განმავლობაში ატარონ

2020-12-04 09:15:52+04:00

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის აპირებს, ინაუგურაციის დღეს ამერიკელებს პირბადეების 100 დღით ტარება სთხოვოს, რაც, მისი აზრით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„ინაუგურაციის პირველ დღეს საზოგადოებას ვთხოვ, 100 დღის განმავლობაში პირბადე ატარონ. მხოლოდ 100 დღის დღით და არა სამუდამოდ. ვფიქრობ, მნიშვნელოვან შემცირებას დავინახავთ. ვაქცინაცია და პირბადის ტარება მნიშვნელოვნად შეამცირებს რიცხვებს,“ - აღნიშნა ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, გეგმავს გამოსცეს ბრძანება, რომლის თანახმადაც აშშ-ის სამთავრობო შენობებში, ისევე როგორც სატრანსპორტო საშუალებებში პირბადის ტარებას სავალდებულო გახდება.

ამასთან, ჯო ბაიდენის განაცხადებით, მზად არის, ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტაროს იმისთვის, რო საზოგადოებაში მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მღელვარება შეამციროს.