აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედს გამოთქვამს, რომ იმპიჩმენტთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შესრულებისას სენატი რეგულარული საკანონმდებლო მოვალეობების განხორციელებას შეძლებს.
”ვიმედოვნებ, რომ სენატის ხელმძღვანელობა გამოძებნის გზას, იმპიჩმენტთან დაკავშირებით კონსტიტუციურ პასუხისმგებლობას გაუმკლავდეს და ამავდროულად ქვეყნის სხვა გადაუდებელ საქმეებზე იმუშაოს,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატის მიერ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ.