აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, გაზსადენ Nord Stream 2-ის პროექტში ჩართული კომპანიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ პროექტი თითქმის დასრულებულია და სანქციების დაწესებამ შესაძლოა ევროპასთან ურთიერთობებს ზიანი მიაყენოს.
„ვფიქრობ, ახლა სანქციების დაწესება ევროპასთან ჩვენი ურთიერობების თვალსაზრისით კონტრპროდუქტიული იქნება,“- აღნიშნა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ აშშ-მა გაზსადენ Nord Stream 2 -ის პროექტში ჩართულ კომპანიას - Nord Stream 2 AG-ს და მის აღმასრულებელ დირექტორს, მათიას ვარნინგს სანქციები გაუუქმა.