ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუკი დონალდ ტრამპი მომავალი ადმინისტრაციისთვის დაბრკოლების შექმნას განაგრძობს, კიდევ მეტი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს, ვინაიდან კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე კოორდინაციაა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ვაქცინების ქვეყნის მასშტაბით განაწილება ძალიან დიდი ვალდებულებაა და თუკი მის გუნდს განაწილების პროგრამაზე მუშაობის დაწყებისთვის 20 იანვრამდე, ანუ ინაუგურაციამდე, მოცდა მოუწევს, ეს ერთ თვეზე მეტი ხნით ჩამორჩენას ნიშნავს.
ბაიდენის განმარტებით, ვაქცინების რაც შეიძლება სწრაფად განაწილების უზრუნველსაყოფად კოორდინაცია მნიშვნელოვანია და მოქმედი პრეზიდენტის მონაწილება გაცილებით გააადვილებს ამ საქმეს.